გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“ახალი წლის პერიოდში, ჯავშნების 70% გაგვიუქმდა” – Griffin

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Griffin
Griffin

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ახალი წლის პერიოდში, ჯავშნების 70% გაგვიუქმდა, – ამის შესახებ სასტუმრო  Griffin-ის გენერალურმა მენეჯერმა თამარ ფილიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, საახალწლო პერიოდში ყველაზე მეტი ჯავშანი სომხეთიდან იყო.

“ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენი სასტუმროს მუშაობაზე უარყოფითად აისახა. გაგვიუქმდა ჯავშნები, თუმცა გარკვეულწილად მზად ვიყავით და ვერ გეტყვით, რომ გაგვიჭირდა მიმდინარე სიტუაცია გადაგველახა. ვფიქრობ, რომ სასტუმროებმა თავის გადარჩენა ისწავლეს. ჩვენ თავს არ ვზოგავთ იმისთვის, რომ გაყიდვებისთვის ახალი ხერხები შევიმუშაოთ. 

რაც შეეხება მომდევნო თვეებს – ზოგადად, ტურიზმისთვის თებერვლის თვე დაბალი სეზონია და ახალი წინასწარი ჯავშნები ძირითადად, მარტი-აპრილის პერიოდისთვის შემოგვდის. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ჯავშნების წილი ამ ეტაპზე 20%-ს შეადგენს, მაინც გამიჭირდება თქმა როგორი გაზაფხულის სეზონი გვექნება. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან ბიზნესები და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორი  ყველანაირ პროცესზე ძალიან სენსიტიურად რეაგირებს.  

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად  უცხოელები არიან, მათი წილი დაახლოებით, 85%-ია. მათ შორის, ისრაელიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. მაგალითად, ახალი წლის პერიოდში პირველ ადგილზე სომხეთი იყო, მეორეზე –  აზერბაიჯანი და მესამეზე –  თურქეთი”, – აცხადებს თამარ ფილიშვილი.

ცნობისთვის, თბილისში სასტუმრო Griffin-ი ქალაქის ძველ უბანში 2024 წელს გაიხსნა. სასტუმროს მშენებლობისთვის 6 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ობიექტი 18 სასტუმრო ნომერს მოიცავს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…