გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“2024 წელს მომართვიანობა 30%-ით შემცირდა” 

ყველა სიახლეზე დაბრუნება
martvis akademia
martvis akademia

2024 წელს, წინა წელთან შედარებით, მომართვიანობა 30%-ით შემცირდა, – ამის შესახებ ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიის დამფუძნებელმა ნატალი სოხაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე შეფასებით, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სწავლა მეორეხარისხოვანი გახდა.

“ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია 9 წელია რაც ბაზარზეა. ჩვენს კურსდამთავრებულებს ვასაქმებთ სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე. აკადემიის მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობაა. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც საქართველოში ხსნიან სასტუმროებს. სწავლის პროცესში ჩართვა დაინტერესებულ პირებს ონლაინაც შეუძლიათ.  ჩვენ გვყავდა მომხმარებლები ირლანდიიდან, კანადიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდანაც. 

ჩვენს აკადემიაში საერთაშორისო ბრენდიდან მოწვეული ტრენერები და პრაქტიკოსები ასწავლიან, რომელთაც აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება აქვთ.  გვაქვს რამდენი სასწავლო კურსი, მათ შორის: კვების და სასმელების მენეჯმენტი, გაყიდვების, ღონისძიებების მართვა, თანამედროვე მენეჯმენტი, “ქოუჩინგი” და ასევე, სტუმრის ამოცნობის ფსიქოტიპები და ტექნიკები. გარდა ამისა, ვასწავლით სხვადასხვა პლატფორმაზე ინფორმაციის სწორად განთავსებას. 

დაინტერესება ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა, მოთხოვნა 2024 წელს დაახლოებით 30%-ით შემცირდ. აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია. რამდენიმე ჩვენი კონკურენტი სასწავლო დაწესებულება საერთოდ გაჩერდა. ჩვენ ისევ გვაქვს მიღება ამ ეტაპზე, მაგრამ თუმცა ისეთი აქტივობა აღარ არის”, – აცხადებს ნატალი სოხაძე. 

რაც შეეხება 2025 წლის მოლოდინებს – როგორც აკადემიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ყველაფერი პოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

“თუ დაწყნარდება ყველაფერი, ადამიანები გარეთ აღარ იდგებიან და ისევ დაიწყებენ განვითარებაზე ფიქრს, მაშინ პოზიტიური მომავლის იმედი გვაქვს. ხალხი წამოსულია სამსახურიდან, ზოგი გამოუშვეს და სწავლა მეორე ხარისხოვანი გახდა. იმედს არ ვკარგავთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება”, – აცხადებს ნატალი სოხაძე.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…