გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

“მიმდინარე პროცესების ფონზე, ყველა ჯავშანი გაუქმდა”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
qvevrebi
qvevrebi

სასტუმრო “ქვევრების” დამფუძნებლის გიორგი როჩიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე სასტუმროში ყველა ჯავშანი გაუქმდა.

როგორც ის “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს,  ბოლო პერიოდში მოთხოვნა საერთოდ არ შემოდის არც შიდა და არც გარე ტურიზმიდან.

“საერთოდ არავინ არ გვყავს. გაჩერებულია ყველაფერი. ბიზნესისთვის უკვე შეუძლებელია ფუნქციონირება. ჩვენ ვიხდით კომუნალურებს, სხვადასხვა სახის გადასახადს, მათ შორის, პერსონალის ხელფასებს და როდესაც ჯავშნები არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს ზარალია ბიზნესისთვის” – აცხადებს გიორგი როჩიკაშვილი.

ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 1 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ქვევრები” 2023 წელს შეიქმნა. ტერიტორია სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს  20 ქვევრ-ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია.  ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.

პროექტი “აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…