გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“განვითარებული მოვლენები ტურიზმის სექტორს დააზიანებს”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
nova tour
nova tour

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გრძელვადიან პერიოდში დამაზიანებელია არამხოლოდ ტურიზმის სექტორისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ნოვა ტურის” დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.  

მისივე ინფორმაციით, თუ მოგზაურობაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა დღეს ქვეყანაში არსებული ტურისტული სააგენტოების რაოდენობა ზედმეტი იქნება და ამის გამო ბევრ კომპანიას საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს.

“ზოგადად მიმდინარე სეზონი არ არის ხოლმე აქტიური, რადგან ახალ წელს მოგზაურობის მსურველები მიმართულებებს ოქტომბერ-ნოემბერში გეგმავენ. ეს პროცესები თუ საბოლოო ჯამში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მივიდა ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ ქართველი მომხმარებელი ევროპაში მოგზაურობას ვეღარ მოახერხებს, ევროპული ავიაკომპანიების დატვირთვა შემცირდება და მათი ქართულ ბაზარზე ყოფნა იქნება არარენტაბელური. გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემდეგ ცხადია, რომ ავიაკომპანია wizz air-ისთვის არანაირი ინტერესი არ იქნება ბაზირება ჰქონდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროპაში სავიზო პროცედურების გავლა.

ქვეყანაში ყოველთვიურად 10-მდე ახალი ტურისტული სააგენტო რეგისტრირდება. ეს ხალხი ხედავს პერსპექტივას ტურიზმის სექტორში. თუმცა თუ პროცესები ისე განვითარდა, რომ ამან გარკვეული რისკები გამოიწვია, ბუნებრივია, მოგზაურობაზე მოთხოვნა შემცირდება და ტურისტული სააგენტოების ის რაოდენობა, რომელიც დღეს გვაქვს აშკარად ზედმეტი იქნება”, –  აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 1 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…