გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ინფრასტრუქტურაში ₾1 მლრდ-ის ინვესტიცია ჩაიდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
irakli-kobakhidze
irakli-kobakhidze

2012 წელს საქართველოს სტუმრობდა 4,7 მილიონი ვიზიტორი და 2024 წლისთვის, კოვიდით გამოწვეული პრობლემებისა და შემდგომი პროცესების მიუხედავად, დაახლოებით 8 მილიონამდე გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა და 2028 წლისთვის 11 მილიონ ვიზიტორს უნდა გადავაჭარბოთ, ეს არის აბსოლუტურად რეალური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი და 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის მთავრობის მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს.

„ესეც აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია. რაც შეეხება სასტუმროებს, 2012 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა მხოლოდ 777 განთავსების ობიექტი 23 ათასი ადგილით. წელს უკვე გვექნება 2363 განთავსების ობიექტი, სასტუმრო 108 ათასი ადგილით. ხედავთ, რამდენად დიდია პროგრესი, დაახლოებით 4,5-ჯერ არის გაზრდილი განთავსების ადგილების რაოდენობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის გვექნება 2680 სასტუმრო 142 ათასზე მეტი ადგილით. ესეც აბსოლუტურად რეალური მიზანია. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…