Wizz Air-ი პილოტების სასწავლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

wizz air pilots

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, აცხადებს მიღებას პილოტთა აკადემიაში. პროგრამა უზრუნველყოფს უნიკალურ, მარტივ და ფინანსურად ხელმისაწვდომ გზას Wizz Air-ში კომერციული პილოტის პოზიციაზე მოხვედრისთვის. 

კადეტებს, რომლებიც შეუერთდებიან ავიაკომპანია Wizz Air-ს პილოტთა აკადემიის პროგრამის მეშვეობით, ექნებათ შესაძლებლობა მართონ ავიაკომპანიის მუდმივად მზარდი ახალგაზრდა, ულტრათანამედროვე და მდგრადი Airbus თვითმფრინავების ფლოტი.

ამბიციურ მფრინავ პილოტებს, რომელთაც სურთ შეიტყონ მეტი პროგრამის შესახებ, შეუძლიათ შეუერთდნენ Wizz Air-ის ღია კარის დღეს 2024 წლის 26 ნოემბერს, სასტუმრო Kutaisi Inn-ში, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე. რეგისტრაციისთვის, დააკლიკეთ აქ.

არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, დარეგისტრირდით Wizz Air-ის პილოტების ღია კარის დღეზე და შექმენით ევროპული ავიაციის მომავალი ყველაზე დინამიკურ და მზარდ ავიაკომპანიასთან ერთად.

ღონისძიების დეტალები:

თარიღი: 2024 წლის 26 ნოემბერი, 18:00-20:00 სთ

მდებარეობა: სასტუმრო Kutaisi Inn, ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 2

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air-ი ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს, რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“ და „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები