Galt&Taggart–ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს).
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.7%-ით გაიზარდა და 390 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა.