გადასვლა მთავარ შიგთავსზე
რაჭა - ლეჩხუმიtravelnews.ge

მეღვინეობა “მელიტონი” ჩინეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
megvineoba melitoni
megvineoba melitoni

მეღვინეობა “მელიტონი” ჩინეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სხირტლაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მეღვინეობა ამ ეტაპზე ექსპორტზე, დაახლოებით, რვა ქვეყანაში გადის.

“ექსპორტზე ჩვენი წარმოების, დაახლოებით, 30% იყიდება. პროდუქციას ვყიდით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, აზერბაიჯანი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვევრის ღვინის სამშობლო ვართ თეთრი კლასიკური ღვინოები უფრო მოთხოვნადია. საექსპორტო კუთხით ქვევრის ღვინოს არ იცნობენ და უფრო დიდი მუშაობა სჭირდება ამის პოპულარიზაციას“, – აღნიშნა მან.

მეღვინეობის დამფუძნებლის ცნობით, კომპანიის მიზანი ადგილობრივი ბაზრის სრულად მოცვაა. 

“ძირითადად დასავლურ ჯიშებზე ვართ ორიენტირებულები, როგორიც არის: ცოლიკაური, კრახუნა და სხვა. გარდა ამისა, გვაქვს უცხოური ჯიშებიც. ჩვენ გვაქვს ვენახები, თუმცა ნაწილს ვიბარებთ. საქართველოში არის მიკრო ზონები, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილწარმოშობის სტატუსი. მაგალითად თუ ქინძმარაულში არ გაქვს ვენახი, ქინძმარაულის ღვინოს ვერ აწარმოებ. აქედან გამომდინარე, თუ ადგილწარმოშობის ღვინო გვინდა, რომ ვაწარმოოთ, ყურძენს შესაბამისი ზონიდან ვყიდულობთ. ჩვენი წარმოების 70% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კერძოდ, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებში და ასევე, კაფე-ბარებსა და პრემიუმ რესტორნებში“, – აცხადებს გიორგი სხირტლაძე.

ცნობისთვის, მეღვინეობა “მელიტონი” ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიას დაახლოებით, 5 ჰა ვენახი და ღვინის ქარხანა რაჭაში, სოფელ კვაცხუთში აქვს. მეღვინეობა ყურძენს ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც იბარებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…