3 ოქტომბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi წარუდგინა. არქი ამ უნიკალურ პროექტს „ლე მერიდიენთან“ პარტნიორობით ანხორციელებს, რომელიც Marriot International-ის ჯგუფში შემავალი სასტუმროების საერთაშორისო ბრენდია. „ლე მერიდიენი“ მსოფლიო მასშტაბით 119 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აერთიანებს. მისი თითოეული სასტუმრო გამოირჩევა ელეგანტური, თანამედროვე დიზაინით და ორიენტირებულია სტუმრებისთვის სრულყოფილი დასვენების გამოცდილების შექმნაზე.
ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილებს უპასუხებს და მაქსიმალურად კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. კომპლექსი შენდება სიონში, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც ბუნებაში დასვენებასა თუ ცხოვრებასთან ერთად, ქალაქთან სიახლოვე სურს. სიონი თბილისიდან მხოლოდ 50 კმ.-ში, თბილისის ეროვნული პარკთან ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით. ტბა და მთა, უნიკალური ბუნება ქმნის ისეთ კლიმატს, რომელიც სიონს ოთხივე სეზონზე მოთხოვნად კურორტად აქცევს.
„ლე მერიდიენისა“ და არქის პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის და იდეალური დასვენების შესაძლებლობას შექმნის. კომპლექსი მოიცავს Le Méridien By Marriott International-ის სასტუმროს, საცხოვრებელ ვილებსა და აპარტოტელებს.
ამ სამივე მიმართულებას კი სრულყოფილი ინფრასტრუქტურა გააერთიანებს – Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტერიტორიაზე განთავსდება: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის. მინდა, ინვესტორებს, პარტნიორებსა და პროექტის შემქმნელებს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის, გამორჩეული კომპლექსის წარდგენა მოგილოცოთ.“ – „მარიოტის“ წარმომადგენელი სენერ სოილუ.
bmg.ge