გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

Loladze Family Winery-ის ღვინო ავსტრალიაში გაიყიდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Loladze Family Winery
Loladze Family Winery

Loladze Family Winery-ის ღვინო ავსტრალიაში გაიყიდება. ამის შესახებ Loladze Family Winery-ის დამფუძნებელმა ერეკლე ლოლაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ავსტრალიასთან შეთანხმება მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა და პირველი ექსპორტი წლის ბოლომდე განხორციელდება.

გარდა ამისა, ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის ღვინოები “8000 მოსავლის” გერმანიის ფილიალშიც იყიდება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – ერეკლე ლოლაძის ინფორმაციით, მათი ღვინის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და ასევე, რამდენიმე რესტორანში. 

“ჩვენი წლიური წარმადობა 10 000 ბოთლია და რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ღვინოზე მოთხოვნა ძირითადად, სტაბილურია, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 10-15%-ით არის გაზრდილი. ჩვენ გვაქვს კერძო შეკვეთებიც, თუმცა პროდუქტის რეალიზაცია ძირითადად  ონლაინ ხდება, ვთანამშრომლობთ “8000 მოსავალთან”, ასევე  2 რესტორანთან“, – აცხადებს ერეკლე ლოლაძე. 

ცნობისთვის, Loladze Family Winery მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს. მეღვინეობა ყურძენს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებს და საშუალოდ, 5-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…