გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

HORSETOURS.GE ყირგიზეთის ბაზარზე გავიდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
HORSETOURS.GE
HORSETOURS.GE

HORSETOURS.GE ყირგიზეთის ბაზარზე გავიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ანა ნადირაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, დაინტერესებულ პირებს საცხენოსნო ტურების დაგეგმვა ყირგიზეთში მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით HORSETOURS.GE-ის ყირგიზეთში მომხმარებელი არ ჰყოლია, თუმცა ანა ნადირაძეს დაინტერესების გაზრდის მოლოდინი აქვს.

HOURSETOURS.GE-ის დამფუძნებლის ცნობით, სტარტაპი თურქეთში გასასვლელადაც ემზადება.

“ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, 3 თვეში თურქეთის ბაზარზეც ვიქნებით. ჩვენი სერვისის მიმართ თურქეთიდან რამდენიმე დაინტერესება იყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული ბაზრის ათვისება.

ახლა უკვე, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი საცხენოსნო ტურების არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყირგიზეთში დაგეგმვა. სამომავლოდ კი ამ ჩამონათვალს თურქეთიც შეუერთდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და ვგეგმავთ სხვა ქვეყნების ეტაპობრივად ათვისებას“, – აცხადებს ანა ნადირაძე.

გარდა ამისა, HORSETOURS.GE-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საცხენოსნო ტურების მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა და მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, თითქმის გასამმაგდა. 

ცნობისთვის,პლატფორმა horsetours.ge  საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, 2 წლის წინ შეიქმნა.

სტარტაპი დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის. სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…