სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი” ახალ სეზონს იწყებს

borjomi likani

“ბორჯომი ლიკანი” ახალ სეზონს მრავალფეროვანი შეთავაზებებით იწყებს. როგორც სასტუმროში აცხადებენ, საშემოდგომო შეთავაზებები საკმაოდ მრავალფეროვანია.  კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ დაჯავშნოს სასურველი ნომერი სპეციალური პრომო კოდით და მიიღოს 20%-მდე ფასდაკლება.

“ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის, გვაქვს ასევე იუბილარების შეთავაზება. საყვარელ ადამიანებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა და ნებისმიერი რაოდენობის ნომრის დაჯავშნა შეუძლიათ 25%-იანი ფასდაკლებით.


გარდა ამისა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, ნომრის დაჯავშნას და ღირებულების გადახდას მომხმარებლები შეძლებენ ნაწილ-ნაწილ. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია დატკბეს შვებულებით, დაისვენოს და ღირებულება გადაანაწილოს 4 თვეზე, 4 თანაბარ ნაწილად, ყველანაირი დანამატის გარეშე.

24 სექტემბრიდან ასევე გააქტიურდა სოლოსა და კონცეპტის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური შეთავაზებები.


მათთვის კი ვისაც სამკურნალო მიზნით სურს ბორჯომი ლიკანში სტუმრობა, არაჩვეულებრივი 1 კვირიანი პროგრამა გვაქვს შექმნილი, სადაც მომხმარებელი ნომრისა და 3-ჯერადი კვების ღირებულებაში, 21 პროცედურისგან შედგენილ გამაჯანსაღებელ პაკეტს იღებს საჩუქრად,”-აცხადებენ სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში”. 

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები