გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამცხე ჯავახეთიtravelnews.ge

ობსერვატორიაში ახალ გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
observatoria
observatoria

„დასრულდა აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი გუმბათის და ტელესკოპის სამონტაჟო სამუშაოები. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა დაამზადეს.  ამჟამად დაწყებულია ტესტირების პროცესი, რასაც მოჰყვება კვლევითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები. ასეთი ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია იბრუნებს და ავითარებს დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და  მსოფლიოს მასშტაბით“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის ახალი ტელესკოპის სამონტაჟო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი ტელესკოპის (1.5 მ დიამეტრის დისტანციურად მართვადი სარკით), სპექტროგრაფის და 12 მეტრის რადიუსის ახალი გუმბათის დამზადება-მონტაჟის სამუშაოები დაასრულა.

აბასთუმნის ტელესკოპი ავსტრიულმა კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“-მა დაამზადა, რომელსაც ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარების წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აბასთუმნის ახალი ტელესკოპი ტესტირების რეჟიმში უკვე მუშაობს.

პროექტს, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 8.6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. 

„მთლიანობაში, ობსერვატორიის ტერიტორიაზე მოწესრიგდა აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურული თუ ფუნქციური დატვირთვის მქონე შენობა, რომლითაც ობსერვატორიას დამოუკიდებლად შეუძლია სამეცნიერო თუ კვლევითი საქმიანობის განვითარება. ახალი ტელესკოპის, შესაბამისი აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის პირობებში, აბასთუმნის ობსერვატორია უმასპინძლებს მაღალი დონის კონფერენციებს და სიმპოზიუმებს. მოხარული ვართ, რომ ვმონაწილეობთ პროექტში, რომლითაც აბასთუმნის ობსერვატორია ასტროფიზიკური მეცნიერების მსოფლიო ცენტრი გახდება,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ობსერვატორიის შენობის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, ობსერვატორიის ასტრონომიული მულტიმედიური სივრცე და სამუშაო ოთახები. ასევე, დასრულდა  ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის რეაბილიტაცია  და ობსერვატორიაში ციფრული მუზეუმის მოსაწყობად მომზადდა მუზეოგრაფიის და ინტერიერის პროექტი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარებისათვის, დაასრულა კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების ისტორიული  სახლების, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, 1982 წელს აშენებული საბაგირო სადგურის და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, დასრულდა  კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…