გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი ტურიზმისთვის”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mariam-qvrivishvili
mariam-qvrivishvili

„ტურიზმი  მშვიდობის დროს, ჰარმონია  და პატივისცემა – ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი.  კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა დღეს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლისთვის, როგორც მან აღნიშნა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. მან აქცენტი გააკეთა ხალხთა და კულტურათა კავშირების კუთხით ტურიზმის დარგის დიდ პოტენციალზე, მის მნიშვნელობაზე.

„ყველამ ძალიან დიდი გზა განვლეთ საქართველოში ჩამოსასვლელად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც მშვიდობა იმაზე  მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უბრალოდ ცნებაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ღირსების დაცვა, ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ასევე მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მშვიდობით შევძლებთ ჩვენი დების და ძმების შემოერთებას ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ერთად  დავიწყებთ აყვავებული მომავლის შენებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველო წელს პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა – დღეს  თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში  ჩამოვიდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…