გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“ქართველმა ახალი მიმართულებების აღმოჩენა დაიწყეს”-Go Tour

ყველა სიახლეზე დაბრუნება
zanzibari
zanzibari

საქართველოში ტურისტული პაკეტების გაიაფების მოლოდინია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Go Tour-ის დირექტორმა ნინო წიკლაურმა განუცხადა, ამჟამად, ზაფხულის სეზონთან შედარებით, ფასები დასტაბილურებულია.

მისი თქმით, ზაფხულში ტურისტული პაკეტების ფასები, მაგალითად, თურქეთის მიმართულებით, გაზრდილი იყო საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში. მოგზაურობა გაძვირებული იყო სხვა მიმართულებებითაც.

„ფასები შემოდგომაზე რაღაცნაირად დასტაბილურებულია, ეს ეხება უფრო ბიუჯეტურ ტურებს, რაც მოიცავს ქუთაისიდან ფრენებს. ველოდები, რომ მომდევნო თვეებში ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და მეტიც, ვიმედოვნებ, რომ მოგზაურობის გაიაფების შესაძლებლობაც იქნება“, – აღნიშნავს ნინო წიკლაური.

მისივე განმარტებით, ტურის შედგენისას, ფასზე მთავარ გავლენას ავიაბილეთის ღირებულება ახდენს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, სასტუმროებიც გაძვირებულია, ტურის შედგენას  ავიაბილეთის ფასიდან მაინც ვიწყებთ . ამიტომ, ის, რომ ქართულ ავიაბაზარზე დაანონსდა ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, მათ შორის – easyjet- ის, ვფიქრობ, ეს გაზრდის კონკურენციას, გამოიწვევს ავიაბილეთების ფასების დასტაბილურებას და გაიაფებასაც კი“, – განმარტავს Go Tour-ის დირექტორი.

წიკლაური მიმდინარე წლის ზაფხულის ტენდენციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოდან სამოგზაუროდ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის, გაყიდული ტურ-პაკეტების მაჩვენებელი კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 20-25%-ითაა გაზრდილი. მისივე ინფორმაციით, ზაფხულის თვეებში, ტოპ მიმართულებებს შორის, ტრადიციულად, თურქეთი ლიდერობდა. მოთხოვნადი იყო ეგვიპტე და ევროპის საზღვაო კურორტებიც.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიებში ამბობენ, რომ შემოდგომის ჯავშნების მიღება აქტიურად მიმდინარეობს და აქაც ზრდის მაჩვენებლები აქვთ. ჯავშნები კეთდება საშობაო და საახალწლო პერიოდზეც – უმეტესად ევროპულ დედაქალაქებში, რომლებიც საახალწლოდ განსაკუთრებით იზიდავს ქართველ დამსვენებლებს, საშობაო მარკეტების გამო.

მისივე განმარტებით, ტურისტული კომპანიები მომხმარებლების ინტერესებს მოერგნენ და ახალი ტურისტული პაკეტები შეიმუშავეს, მათ შორის ჯგუფური ტურების კუთხით, რაც ბოლო დროს ისეთივე მოთხოვნადი ხდება, როგორიც ინდივიდუალური მოგზაურობა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…