გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“2024 წელი ძალიან კარგი წელი იქნება” – მაია ომიაძე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
maia omiadze
maia omiadze

ტურიზმისთვის პოლიტიკური პროცესები ხელშემშლელი არ არის, პირველი 2 კვარტლის მონაცემები ამას ადასტურებს, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. 

მისივე შეფასებით, 2024 წელი ტურისტული კუთხით ძალიან კარგი წელი იქნება.

“მთლიანობაში ტურისტული კუთხით ძალიან წარმატებული წელი იყო. წლის ბოლომდე ველოდებით შემოსავლებში გადაჭარბებას, ხოლო ტურისტების რაოდენობაში ჯერ კიდევ აღდგენის დინამიკაში ვიქნებით, თუმცა 85%-ზე მაინც ავალთ. პირველ 2 კვარტალში იყო რეკორდული შემოსავალი – 1.9 მლრდ. აშშ დოლარი, რაც ასეც ვივარაუდეთ. ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში 2024 წელი იქნება ძალიან კარგი. 

გვაქვს იმედი, რომ მთელი წელი ტურისტულად აქტიური იქნება, რადგან მიმდინარე მოვლენები ყველა ქვეყანაში ხდება და ეს ტურიზმს არ უშლის ხოლმე ხელს. პოლიტიკური პროცესები ხელშემშლელი არ არის, პირველი 2 კვარტალის მონაცემები ამას ადასტურებს და ზაფხულის მონაცემებიც ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი”, – განაცხადა მაია ომიაძემ.

რაც შეეხება სექტორში არსებულ გამოწვევებს – ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რაც მეტს აკეთებ, გამოწვევების ნაწილში გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

“მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და  ფრენები ემატება, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება ყოველთვის საჭიროა. პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით შეიცვალა მოგზაურობის სტილი და ადამიანები სხვა ავთენტიკურ თავგადასავლებს ეძებენ და საქართველო ამისთვის ძალიან კარგი ადგილია”, – აღნიშნა მან. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…