გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამეგრელო - ზემო სვანეთიtravelnews.ge

CHUBU: ამ სეზონზე 80%-იანი დატვირთულობა გვქონდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
CHUBU
CHUBU

ზაფხულის სეზონმა ტურისტული თვალსაზრისით, კარგად ჩაიარა. დაახლოებით, 80%-იანი დატვირთვა გვქონდა, ხოლო წინა წელს 65%-მდე, – ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chubu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ უდესიანი “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე თქმით, დამსვენებლების თითქმის 100% ევროპელი ტურისტები, მათ შორის, იტალიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან იყვნენ.

მალხაზ უდესიანი აღნიშნავს, რომ აგვისტოში ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო.

“აღსანიშნავია, რომ წელს მოთხოვნა ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც გაიზარდა. შესაძლებელია ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ უკვე ადგილობრივები უცხოეთში დასვენებას საქართველოში დასვენებას არჩევენ”, – აცხადებს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი.

გარდა ამისა, მალხაზ უდესიანმა აღნიშნა, რომ ასევე, გაიზარდა ფეხით მოსიარულე ტურისტების რიცხვი, რასაც ის ტურისტული ბილიკების განვითარებას უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით კიდევ ბევრი ადგილია ასათვისებელი. 

რაც შეეხება ზამთრის სეზონის მოლოდინებს – სასტუმროს დამფუძნებლის თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ზამთრის სეზონზე მოთხოვნა გაცილებით გაიზრდება.

“ყველანაირად ხელშეწყობა სჭირდება იმას, რომ ზამთრის სეზონზე ინფრასტრუქტურა გამართული და მოწესრიგებული იყოს. ნალექი ბევრი მოდის, მაგრამ უნდა იწმინდებოდეს გზები. შუქი და გზა არის ის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოგვარებული უნდა იყოს. გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ზამთარში დატვირთულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ზამთრის ტურისტი უფრო მაღალმხარჯველუნარიანი და შესაბამისად, კომფორტს ითხოვენ”, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, სასტუმრო Chubu მესტიაში მდებარეობს, რომელშიც 30 სასტუმრო ნომერია განთავსებული. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…