გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

AIR CHINA ფრენების დაწყებას ოქტომბრის ბოლოდან გეგმავს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
air china
air china

საქართველოს მიმართულებით პირდაპირი სამგზავრო რეისების დაწყების თაობაზე მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა ავიაკომპანია AIR CHINA-ს წარმომადგენლებთან.


სამოქალაქო ავიაციის საააგეტნოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ოპერირების გეგმები და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელი ტექნიკური ასპექტები განიხილეს.

AIR CHINA-ს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა რომ საქართველოში ხელსაყრელი გარემოა საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის, კერძოდ, ხაზი გაესვა საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მარტივ პროცედურებს და შედეგიან თანამშრომლობას, როგორც სააგენტოსთან ისე ქვეყნის სხვა უწყებებთან და აეროპორტთან.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენების დაწყებას ოქტომბრის ბოლოდან (ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან) კვირაში 4 სიხშირით გეგმავს.

რეგულარული რეისების განრიგი დასამტკიცებლად სააგენტოს უახლოეს მომავალში წარედგინება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში AIR CHINA-ს ოპერირების გაფართოების პოტენციალს. ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მომავალში შეიძლება განხილულ იქნას დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…