Just Planes Georgian Airways-ის შესახებ სერიებს ამზადებს

georgian aiways

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საავიაციო პლატფორმა „Just Planes” Georgian Airways-ის შესახებ სერიებს ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია “Just Planes” -ს ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში.

„Just Planes”-მა ავიაკომპანია Georgian Airways-ის რამდენიმე ევროპული მიმართულებით იმგზავრა. „ჩვენ თბილისში ვიმყოფებით. გადაღებების პირველი დღეა Georgian Airways-ის პილოტის კაბინიდან. ეს იქნება პარიზის მარშრუტი, ფრენის დრო დაახლოებით 4 საათია“ – წერს „Just Plane” ოფიციალურ „Facebook” და “Instagram” გვერდებზე.

„Just Planes” ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საავიაციო პლატფორმაა მრავალმილიონიანი აუდიტორიით მთელ მსოფლიოში.

„Just Planes”-ის სხვადასხვა პლატფორმა 15 მილიონ გამომწერს აერთიანებს და არხის სერიებს ამ დრომდე 6 მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს. პლატფორმის მიზანია მაყურებელს შესთავაზოს ავიახომალდის ფრენის შესახებ ამსახველი უნიკალური მასალა პილოტის კაბინიდან.”

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები