გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ვაშლოვანი საერთაშორისო ინიციატივის -Wilder Park ის წევრად განიხილება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
vashlovani
vashlovani1

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ინიციატივის – Wilder Park-ის წევრად განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, Wilder Park-ი  არის ახალი ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ევროპის დაცული ტერიტორიების უმსხვილესი ქსელის – ევროპარკების ფედერაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია Rewilding Europe პარტნიორობის საფუძველზე.

Wilder Park-ი  ორიენტირებულია ევროპარკების ქსელში გაერთიანებული დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაზე, ველური ბუნების აღდგენა, დაცვასა და განვითარებაზე. დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი 2018 წლიდანაა. Wilder Park-ი  მასში გაწევრიანებულ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა, სთავაზობს ბუნების კონსერვაციის პროგრესულ მიდგომას, რომლის მიხედვით ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ლანდშაფტების დაცვაში მთავარ როლს ბუნებრივი პროცესები თამაშობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს ორგანიზაცია Rewilding Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრენს შეპერსი, ევროპარკების ფედერაციის წარმომადგენელი ბარბარა პაისი და ესპანეთში დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალის მართვის ექსპერტი ჯორდი პალაუ ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილთან. შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან მოხდა ექსპერტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ განხორციელდა ვიზიტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ექსპერტები ადგილზე გაეცნენ და შეაფასეს Wilder Park-ის ინიციატივაში გაერთიანების პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია უნიკალური ნახევრადუდაბნო ლანდშაფტებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკონსერვაციო არეალს წარმოადგენს, რომლის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, 2015 წლიდან, საქართველოში, ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა.

2013 წლიდან, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით მიმდინარეობს ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…