გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

“სუფრა ვენახში უცხოელ ტურისტებში საკმაოდ მოთხოვნადია”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
sufra venaxshi
sufra venaxshi

ვენახებში სუფრის გაშლით  განსაკუთრებით უცხოელი სტუმრები ინტერესდებიან, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” მეღვინეობა “შუმის” დამფუძნებელმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვენახებში ხშირად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის ქორწილები, ბანკეტები, დაბადების დღეები და ა.შ.

“ჩვენი კომპლექსის ძირითადი ე.წ კოზირი არის სუფრა ვენახებში, რაც ძალიან მოთხოვნადია. ერთადერთი პრობლემა არის ამინდი, რადგან არის ხოლმე შიში, რომ ხელი შეიძლება შეგვეშალოს. დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვის ვენახებში სუფრას არჩევენ. ჩვენი მომხმარებლები არიან ქართველებიც და უცხოელებიც, თუმცა აღნიშნული სერვისი უცხოელებისთვის უფრო ეგზოტიკურია. ერთდროულად თითქმის 200 ადამიანის მიღება შეგვიძლია.

ჩვენ 2019 წელს ძალიან კარგი მაჩვენებლები გვქონდა. შემდეგ პანდემიის გამო დიდი სირთულეები შეგვექმნა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიამდელ მაჩვენებლებს უკვე დავუბრუნდით“, – აცხადებს აკაკი ცოფურაშვილი.

გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ღვინოზე მოთხოვნა დაახლოებით, 25%-მდე არის გაზრდილი. მისივე თქმით, წარმოების 80% ექსპორტზე იყიდება,ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე.

ცნობისთვის, „შუმის“ ღვინოები ამ ეტაპზე 35-მდე ქვეყანაში გადის და ქართული ბრენდი საშუალო და  მაღალ სეგმენტშია წარმოდგენილი. 

კომპანია „შუმის“ საქმიანობა 1997 წელს, კახეთში, წინანდალში ვენახების გაშენებით დაიწყო. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო და იმავე წელს კომპანიამ  პირველი მოსავალი მიიღო. კომპანიისთვის ტრიუმფალური გამარჯვება იყო  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსში International Wine Challenge 2023-ზე წარდგენა, სადაც ,,შუმის“  ღვინოებმა 8 ჯილდო მოიპოვეს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…