გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

აჭარის კამპანია 25-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
batumi
batumi

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების მარკეტინგული კამპანია 25-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითია.

„აჭარა ოთხი სეზონის განახლებულ ტურისტულ სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. შესაბამისად მოლოდინი ძალიან დადებითია. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს როგორც მიმდინარე ჯავშნები, ასევე ორი კვარტლის მონაცემები. აჭარაში აქტიური საზაფხულო ტურისტული სეზონი გვაქვს. გაზრდილია საერთაშორისო  ვიზიტების ნაკადები, ასევე  ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო  აეროპორტში. ბათუმი შიდა ვიზიტორებისთვისაც საინტერესო ლოკაციაა.“- აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონმა 725 000-მდე საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა.

„წელს როგორც საზღვაო ზოლი ასევე მთლიანი მუნიციპალიტეტები ვიზიტორებს ხვდება განახლებული ტურისტული სერვისებით. ასევე პროდუქტებით. ბევრი სასტუმრო, კვების ობიექტი, ბრენდული  თუ საოჯახო სასტუმრო შეემატა რეგიონს.“- აღნიშნა თინათინ ზოიძემ. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში, სამივე საზღვრის კვეთის მიხედვით 2024 წლის 6 თვის მონაცემით საერთაშორისო მოგზაურების მზარდი დინამიკა 2019 წელთან შედარებით ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:

  • არაბთაბა გაერთიანებული საამიროები +797%
  • ყაზახეთი +121%
  • ლატვია +101%
  • ლიეტუვა +95.5%
  • საუდის არაბეთი +94.5%
  • ისრაელი +61%
  • ბრიტანეთი +39%
  • თურქეთი +19%
  • გერმანია +15.3

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…