გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისის ზღვის სანაპიროზე მინი ქალაქი გაშენდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tbilisis-bulvari
tbilisis-bulvari

30 ჰექტარის ფარგლებში თბილისის ზღვის სანაპიროზე გაშენდება მინი ქალაქი, რომელშიც ყველაფერია, – ამის შესახებ “ჯინო ჰოლდინგის” პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა “ბიზნესი რუსთავი 2”-თან  ახალ კომპლექსურ პროექტზე  – “თბილისის ბულვარზე” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მსგავსი არ არსებობს არა საქართველოში, არამედ  იშვიათობაა აღმოსავლეთ ევროპაშიც.

“2012 წელს დაიწყო ამ პროექტის რეალიზაცია, ეს იყო აკვა-პარკის მშენებლობა, თუმცა ტერიტორია შემთხვევით არ იყო შერჩეული. ადგილმდებარეობა შეირჩა იმ მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც საბჭოთა პერიოდში აღმოჩნდა. ანუ, ამ ტერიტორიაზე არის კლიმატური კურორტი, რომელიც  კარგია  გულის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომ, აქ დაგეგმილი იყო საერთაშორისო ცენტრის აშენებაც კი.

ჩვენ როცა დავიწყეთ ამ პროექტის რეალიზაცია, თავიდანვე გაჩნდა იდეა, რომ ამის გარშემო უნდა განაშენიანებულიყო მსგავსი საკურორტო ზონა.

აქ იქნება ბიზნესცენტრი, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, პოლიკლინიკა, საკონფერენციო დარბაზები, უზარმაზარი რაოდენობით სასტუმრო ნომრები და სანაპირო ზოლი, სადაც იქნება პრომენადა, რაც ჩემი ოცნება იყო, რომ თბილისში მსგავსი რამ ყოფილიყო. პრომენადა არის იდეალური რამ ადამიანების დასვენებისთვის როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ეს არის დაახლოებით, 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ამოვიდნენ და დაისვენონ. ყველაფერი ხდება ერთ ლოკაციაში. სლოვაკეთში არის მსგავსი პროექტი და ეს იმდენად პოპულარულია, რომ ბრატისლავის ცენტრში თუ 1კვ.მ ფართი ღირს 6000 ევრო, ამ კომპლექსში ღირს 16 000 ევრო.

მან მოიპოვა თავისი განსაკუთრებული ფუნქცია. ამიტომ ამ პროექტს უზარმაზარი დადებითი მხარეები  აქვს. გარდა სისუფთავის, ეკოლოგიის, სიმშვიდის და ხედების, ჩვენ პროექტში ჩადებული გვაქვს ისიც, რომ ყველა შენობაზე განთავსებული იქნება მზის პანელები.  ასევე, ქარის ენერგიასაც გამოვიყენებთ და იქ ვინც იქნება ნებისმიერი ობიექტი ენერგიას შეღავათიან ფასში მიიღებს, რადგან ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ გარკვეულ  რაოდენობას. მწვანე ენერგიის კუთხითაც, ჩვენი კომპლექსი იქნება ძალიან საინტერესო”, – აცხადებს ნოდარ გიორგაძე.

ცნობისთვის, “თბილისის ბულვარი” “ჯინო ჰოლდინგს” ეკუთვნის. თბილისის ზღვის მიმდებარე კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ სახლებს, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრებს, სასტუმროებს, რესტორნებს და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…