გადასვლა მთავარ შიგთავსზე
გურიაtravelnews.ge

მოწესრიგებული სანაპირო ზოლი ურეკის სტუმრებისათვის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ureki
ureki

გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მუდმივად ზრუნავს დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.

სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები (Beach tech), ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ადგილზე გაეცნენ  ურეკის შავი ზღვის სანაპირო ზოლის თანამედროვე ტექნიკით დასუფთავების პროცესს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…