გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“აქცენტი მაღალმხარჯველ სეგმენტზე უნდა გავაკეთოთ”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
natalia kvachantiradze
natalia kvachantiradze

აქცენტი მაღალმხარჯველ სეგმენტზე უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით  მასიური ტურიზმის დანიშნულების ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ კულტურულ, თუ ბუნებრივ რესურსებს რომელიც გაგვაჩნია, – ამის შესახებ ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აუცილებელია, რომ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და რესურსი სხვა ქვეყნებისთვის სწორად იყოს მიწოდებული. 

“როდესაც ქვეყანა განაცხადს აკეთებს, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველი მომხმარებელი სჭირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი უნდა დახვდეს მათ. ეს განაცხადი არ გულისხმობს, რომ ხვალიდანვე ამ ფორმატზე უნდა გადავერთოთ. ეს არის პროცესი. დღეს არ ხდება (ტურისტების) სეგმენტაცია, მაგრამ მომავალში გასათვალისწინებელია, რადგან საქართველო ნამდვილად ვერ გაუძლებს მასიურ შემოდინებას. თავისთავად მოხდება სეგმენტაცია, ვინაიდან ჩვენი ბაზარი ძალიან ნიშურია. 

საერთაშორისო გამოფენებზე ჩვენი ქვეყანა ძალიან სწორად აკეთებს აქცენტებს მისი ბუნებრივი, კულტურული, მატერიალური, თუ არამატერიალური რესურსების მიმართ. დღეს რომ სხვადასხვა ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვილის შესაძლებლობა გვაქვს – ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩინეთთან და ინდოეთთან გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა, თუმცა საკმაოდ ბევრი შრომაა გასაწევი იმისთვის, რომ ამ ქვეყნებიდან ინტერესი გავზარდოთ”, – ნატალია კვაჭანტირაძე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…