გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“ტურიზმის ახალი კანონი, არ ითვალისწინებს პრობლემებს”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Trip Travel
Trip Travel

“ტურიზმის შესახებ” ახალ კანონში ტურისტული სააგენტოების უფლებები გათვალისწინებული არ არის – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Trip Travel-ის ხელმძღვანელი თინათინ ახობაძე საუბრობს.

მისი თქმით, ცვლილებები რომელიც ტურისტულ სააგენტოებს სურთ, პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხს მოიცავს.

„მოხარულები ვართ, რომ კანონმდებლობის დონეზე, ჩვენც მოგვაქციეს ყურადღება და უკვე არის კანონი ჩამოყალიბებული. თუმცა, ეს კანონი დასახვეწია, ბევრი ცვლილებაა შესატანი, რადგან ტურსააგენტოების უფლებები არ არის დაცული, ბევრი რამაა შესაცვლელი და იმედია, ამას მივაღწევთ.

შესაცვლელია პასუხისმგებლობის ნაწილი, სადაც მესამე პირი საერთოდ არ განიხილება. შესაბამისად, მესამე პირზე საკმაოდ დიდი დავაა, რადგან, ახლა ტურიზმის სექტორში და ბაზარზე კრიზისია, ბევრი ხარვეზია, როგორც ავიაკომპანიის, ისე სასტუმროების მხრიდან, ან დაჯავშნის სისტემის შემთხვევაში, ხშირია ტექნიკური პრობლემა. მოკლედ, საკმაოდ ბევრი პრობლემა გვექმნება ტურისტულ სააგენტოებს და ამის მოგვარებას ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ამას კანონი უნდა არეგულირებდეს, პასუხისმგებლობის ნაწილიც აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებული უნდა იყოს სწორად, როგორც მომხმარებელზე, ასევე, ტურისტულ სააგენტოებზე. ჩვენ პასუხისმგებლობას არ ავიცილებთ არავითარ შემთხვევაში, თუმცა, ეს აუცილებლად სწორად უნდა იყოს განსაზღვრული“ – აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ თინათინ ახობაძე.

„ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონი გასული წლის ბოლოს დაამტკიცა პარლამენტმა. კანონმდებლობის ნაწილი უკვე ამოქმედდა 1 ივნისს უკვე ამოქმედდა, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების სიისა და ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის  საქმიანობის სფეროებისა და კომპეტენციების რეგლამენტის დამტკიცება.

ახალი ვალდებულებები, რომელიც ტურისტულ სააგენტოებს ეხებათ, ეტაპობრივად 2026-2027 წლებში ამოქმედდება. მათ შორის, შემოდის ტუროპერატორების გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის ვალდებულებები. ტურისტულ პაკეტთან დაკავშირებული სტანდარტული ფორმები კი 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…