“ჩინეთის მიმართულებით ტურების დამატებას ვგეგმავ”

sherozia

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლამ ძალიან გაგვახარა. აქამდე მოთხოვნადი მიმართულება არ ყოფილა, თუმცა ვგეგმავ დავამატო ტურები და გავაერთიანო ჩინეთი-სამხრეთ კორეის მიმართულება, რაც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ მოთხოვნადიც იქნება, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travel 360-ის დამფუძნებელმა გურამ შეროზიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ტურისტულ კომპანიაში ტურები ახლო მომავალში დაემატება. გარდა ამისა, გურამ შეროზიამ აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე თემატური ტურების დამატებაზე მუშაობს.

“ჩინეთის გარდა გამყვან ტურიზმში მინდა გავაკეთო დამატებით თემატური ტურები. მაგალითად, ღვინის, ტრენინგ-ტურები, სათავგადასავლო, ფსიქოლოგიური და განტვირთვის მისაღები. აქამდე თუ მხოლოდ გართობაზე, შემეცნებაზე და ღამის ცხოვრებაზე ვიყავით ორიენტირებულები წლის ბოლოდან ალბათ, უკვე იქნება ახალი სტრატეგია როგორ ავამუშაოთ თემატური მიმართულებები”, – აცხადებს გურამ შეროზია.

რაც შეეხება ამჟამინდელ მოთხოვნას – Travel 360-ის დამფუძნებლის ინფორმაციით, დაინტერესება წინა წლის პერიოდის მსგავსია. მისივე ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი ტურიდან ყველაზე მოთხოვნადი სტამბოლი და ერევანია, ხოლო მაღალ ბიუჯეტიანიდან ბრაზილია.

“ყველა ქვეყანაში მაქვს ტურები, თუმცა საფრთხის შემცველ ქვეყნებში ვცდილობ ხოლმე, რომ არ გავაკეთო. ჩვენს შემთხვევაში , ერთადერთი ხელის შემშლელ ფაქტორად რაც წელს შეიძლება ჩავთვალო – ეს არის ფეხბურთი. საშუალოდ მოქალაქეთა უმეტესობას აქვს ერთი დიდი დასვენება ზაფხულში და თუ ამ დასვენებას იყენებს ფეხბურთის საყურებლად, შემდეგ არც დრო და არც თანხა შეიძლება არ დარჩეს სხვაგან დასვენებისთვის. ამან საკმაოდ ბევრი ადამიანი აგვაცილა გზაში.

ამ ეტაპზე, დაბალბიუჯეტიანი მიმართულებებიდან ყველაზე მოთხოვნადი არის სტამბოლი და ერევანი, ხოლო შედარებით ძვირიანი ლოკაციებიდან – ბრაზილია. ვაპირებ, რომ ყოველ წელს წავიდეთ ბრაზილიაში კარნავალზე”, – აღნიშნა მან. 

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები