გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ჩინურენოვანი გიდებისთვის ახალი პროგრამაა საჭირო

ყველა სიახლეზე დაბრუნება
chineli gidebi
chineli gidebi

ჩინური ბაზრისთვის სერვისების შესათავაზებლად ახალი პროგრამის დანერგვა გახდება საჭირო, მათ შორის გიდებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ‘’ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე აცხადებს. მისი თქმით, ჩინეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის დიდი შესაძლებლობაა, რასაც ქვეყანაში შესაბამისი სერვისი უნდა დახვდეს.

‘’საქართველოში ჩინურენოვანი გიდების დიდი სიმცირეა. ამ დროს ცნობილია, რომ ეს სეგმენტი ჩინური ენის გარდა, სხვა ენებზე გამართულად ვერ საუბრობს. შესაბამისად, გვჭირდება ბევრი ჩინურენოვანი გიდი, რომ მომსახურების კუთხით პრობლემა არ შეიქმნას. ცხადია, ჩინეთთან  უვიზო რეჟიმის დაწესება  ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რასაც ქვეყანა მრავალმხრივ მომზადებული უნდა დახვდეს. პირველ რიგში, გიდების საკითხი უნდა მოგვარდეს. სახელმწიფოსთან ერთად ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რათა გარკვეული პროგრამები დაინერგოს ჩინურენოვანი გიდების მოსამზადებლად. საჭიროა ძალიან მიზნობრივი და სპეციალურად  ჩინური ბაზრისთვის შექმნილი ტურისტული სერვისები, რომელიც მაღალმხარჯველ ტურისტებს მოიზიდავს“, – აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…