სვანეთი და თუშეთი-პოპულარული იუთუბერების ობიექტივში

sxvaneti da tusheti

მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში ( სახიფათო და შეუძლებელი ტური)-საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Youtube-ის მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო არხმა Yes Theory 36 წუთიანი ფილმი მოამზადა. 

Yes Theory-ის გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა. 

ცნობილმა იუთუბერებმა სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა მიიღეს ექსტრემალურ ტურში, გადაიღეს უშგული, ომალო, ბოჭორნა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები. ვიდეოში ნაჩვენებია სვანეთისა და თუშეთის ბუნება, კულტურა, ტრადიციები და ადგილობრივი კერძები.  

Yes Theory-ის არხს Youtube-ზე 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ატვირთული ვიდეოების ნახვების რაოდენობა კი მილიარდს აჭარბებს. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები