კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი ბენეფიტია კონკრეტული პირებისვის ვინც ჯანმრთელობის გაუმჯობესებით არის დაინტერესებული.
ქობულეთი კავკასიის კურორტებიდან ზღვასთან ყველაზე ახლოს, ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული.
ზოგადად ჰაერი თბილი და ტენიანი კლიმატით გამოირჩევა, აღსანიშნავია ის უნიკალური გარემოპირობები რაც ქალაქს სრულყოფილი საკურორტო ზონის სახელს ანიჭებს დასვენებისთვის. შავი ზღვა და მისი გარემოპირობები აერთიენებს მრავალ თერაპიულ მიმდინარეობას, მათგან გამოირჩევა ჰელიოთერაპია, ჰიდროთერაპია და აეროთერაპია.
სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით ზღვა აქ უდიდესი იოდის მარაგით გამოირჩევა და სტანდარტულზე უფრო ღრმაა, შესწავლილი და დადასტურებულია ეს ლოკაცია განსაკუთრებით დადებითად აისახება რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის გაჯანსაღებისთვის. სწორედ ამიტომ მე-20 საუკუნის მიწურულს ამ ადგილს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სტუმრობდნენ, რაც მაშინდელი დროის უკვე მრავალფეროვანი პუბლიკაციების დამსახურებაა.
ქობულეთის ჰავას ასევე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დაცული ტერიტორიები, ისპანის ტორფნარი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ქვეშ დაცული ძეგლია, გარდა მისი უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლებისა, ის ტურისტულად მიმზიდველი ადგილია.
ტორფნარებს, იმ უნიკალური თვისების გამო, რომელიც გამოიხატება ნახშირბადის აკუმულაციაში, უდიდესი როლი ენიჭება, როგორც კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ეკოსისტემებს. აქ დაგროვილი წყლის დიდი რაოდენობა ქობულეთის კლიმატის დაბალანსებას ახდენს. თბილ და მშრალ ამინდებში წყლის მუდმივი აორთქლების გამო ერთგვარ გამაგრილებელ მოწყობილობებს წარმოადგენენ.
თერაპიული კომპონენტების მასშტაბით, ბუნებრივი გამაჯანსაღებელი პოტენციალით კურორტი ქობულეთი რეგიონში ქმნის ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველ გარემოს, სწორედ ეს არის მიზეზი პირველი, ქართული 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს – Georgia Palace Hotel & SPA Kobuleti- ბრენდის აშენებისთვის კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე-20 საუკუნეში ფუნქციონირებდა სანატორიუმი „საქართველო“.
სასტუმროს მშენებლობიდანვე გათვალისწინებულია ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, სტუმრის ოთახები ფართო აივნებით, სადაც შავი ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, რაც აქ დასვენებას თერაპიული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს ხდის.
commersant.ge