ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტური რაჭაში

info turi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს. კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია.

3 დღიანი ტურის ფარგლებში ტუროპერატორები მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს ათვალიერებენ, ეცნობიან ინფრასტრუქტურას და სერვისებს რასაც ბიზნესის წარმომადგენლები მომხმარებლებს სთავაზობენ.


ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანმა ტუროპერატორებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.


ინფო-ტური ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები