Red Wings-ი სანქტ პეტერბურგიდან-ბათუმში ფრენებს ანახლებს

Red Wings

13 ივლისიდან Red Wings-ი სანქტ პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 4 საათი 20 წუთი იქნება.
სანქტ პეტერბურგი-ბათუმი-სანქტ პეტერბურგის მიმართულებაზე ფრენების პროგრამა 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია რომ Red Wings-ი რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან რეისებს ასრულებს თბილისის და ქუთაისის მიმართულებითაც. გარდა ამისა, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებს Azimut, ხოლო საქართველოდან Georgian Airways-ი.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები