გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

Wald Hotel Lagodekhi – სეზონზე 90%-ით დაიტვირთება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Wald Hotel Lagodekhi
Wald Hotel Lagodekhi

ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი სასტუმრო Wald Hotel Lagodekhi ზაფხულის სეზონზე 90%-იან დატვირთულობას ელოდება.

როგორც სასტუმროს მენეჯერი ქეთი კაპანაძე “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მათი მომხმარებლების დაახლოებით, 30%-ს კორპორატიული კლიენტები წარმოადგენენ.

“ზაფხულის სეზონისთვის დაინტერესება უკვე ძალიან მაღალია. უფრო ცნობადი გახდა ჩვენი სასტუმრო და ველოდებით, რომ წინა სეზონზე უკეთესი აქტივობა გვექნება. ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები,დაახლოებით 10%-ს უცხოელები წარმოადგენენ.

ზოგადად, ლაგოდეხის რაიონის მიმართ დაინტერესება იზრდება, თუმცა პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლები ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. 2019 წელს 60 000 ტურისტს უმასპინძლა ლაგოდეხის ნაკრძალმა და მას შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი აღარ დაფიქსირებულა. წელს ნაკრძლის ადმინისტრაციაც უფრო მეტ ტურისტს ელოდება, რადგან დაინტერესება გაზრდილია.

კორპორატიული თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა კომპანიასთან და შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს კორპორატიული კლიენტები წარმოადგენენ”, – აღნიშნა ქეთი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში 45 ნომერი ფუნქციონირებს. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 3 კოტეჯი, მათ შორის, ორი საცხოვრებელი კოტეჯი საუნით, ხოლო ერთი სპა-საუნისთვის. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარს და ორ ღია აუზს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…