გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

“მაისში, უქმე დღეების გამო, თითქმის სრულად დავიტვირთეთ”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
kurorti lagodexshi
kurorti lagodexshi

ჩვენი დამსვენებლების ძირითადი ნაწილი  ქართველები არიან, თუმცა გაზრდილია უცხოელთა რიცხვიც როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” „კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა დავით ვარძელაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა 100%-ით გაზრდილია. 

“წელს მოეწყო შიდა ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვიზიტორების რიცხვი გაიზარდოს. ასევე, ვიზიტორებს ვთავაზობთ ნაკრძალში საფეხმავლო ტურებს, რომელშიც ადგილობრივი გამოცდილი გიდები გვეხმარებიან. ეს, ერთი მხრივ, რეგიონის ტურისტულ ცნობადობას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, ჩვენი სტუმრები ეცნობიან ლაგოდეხის ნაკრძალს.

მაისში უქმე დღეების გამო, თითქმის სრულად დავიტვირთეთ, მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია პარასკევსა და შაბათს, ასევე მოთხოვნა გაზრდილია უცხოელი სტუმრების მხრიდანაც”, – განაცხადა თანადამფუძნებელმა.  

მანვე აღნიშნა, რომ “კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი“ ზაფხულის სეზონის ჯავშნებს უკვე აქტიურად იღებს.

“ზაფხულის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით, წინა წელმა გვაჩვენა, რომ რეგიონის მიმართ ინტერესი არის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან. ზამთრის შემდეგ, დატვირთულობის მაჩვენებელი აპრილიდან მზარდია”, – აცხადებს ვარძელაშვილი.

რაც შეეხება ფასებს – ზაფხულის სეზონზე: 2-ადგილიანი კოტეჯის ფასი (საუზმით) 250 ლარია; 4- ადგილიანი კოტეჯის (საუზმით) – 400 ლარი.

ცნობისთვის, კომპლექსი გასული წლის მარტში გაიხსნა. კურორტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიზაბავრაში, ეროვნული ნაკრძალის გვერდითა შესასვლელთან მდებარეობს. ტერიტორია აერთიანებს 26 ეკო-მეგობრულ კოტეჯს, სადაც 100-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2 ღია აუზი, რესტორანი და ღია ბარი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ პირველ ეტაპზე 5 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა თანადამფუძნებლის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საინვესტიციო თანხა გაზრდილია.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…