ბიოდინამიური მეთოდებით დამზადებული ლუდი

ruispiris biodinamiuri meurneoba

“რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“  ლუდის წარმოების ზრდის გეგმაზე მუშაობს.  როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი  “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, მეურნეობამ საცდელი პარტია 2023 წლის ნოემბერში ლიმიტირებული რაოდენობით (300 ბოთლი) გამოუშვა, რომელსაც საწყის ეტაპზე ძირითადად ადგილზე ან სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდის. 

როგორც ალადაშვილი განმარტავს, მომავალი წლიდან წარმოების მასშტაბი გაიზრდება. თუმცა კონკრეტულად რამდენით, ჯერჯერობით უცნობია.  მისივე ინფორმაციით, კომპანია  ცდილობს მასიური წარმოება დაიწყოს და პროდუქტი ქსელურ მარკეტებშიც გაყიდოს. ამისთვის კი დედოფლისწყაროში მიწის ნაკვეთის აღება იჯარით აღებას გეგმავს, სადაც ლუდისთვის საჭირო ნედლელულს – ხორბალს და ქერს მოიყვანს. 

გიორგი ალადაშვილის  თქმით, აღნიშნულ საბრუნავ მასალას შეგნებულად არ ყიდულობს, რადგან ბიოდინამიური მეურნეობის სპეციფიკა განსხვავებულია და არსებულ ნიშას ბოლომდე შეინარჩუნებს.

ბრენდის სახელწოდებაა ‘’ქართული ტრადიციული ლუდი რუისპირიდან“, რომელიც ‘’რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ ღვინის მარანში იწარმოება. პროდუქტი გამოირჩევა იმით, რომ მთლიანად ძველი ქართული  ტრადიციით მზადდება და 100%-ით ნატურალურია.

“ლუდს სპილენძის ქვაბებში  ხარშავთ და  კუსტარულად ვამზადებთ. ჯერჯერობით ლიმიტირებული რაოდენობაა, რადგან ხორბლისა და ქერის მოსავალზე ვართ დამოკიდებული. ბალახის ნაყენით ვანოყიერებთ მიწას, ამას კი მინიმუმ 2-3 წელი სჭირდება, რომ  მოსავლიანობა გაზარდო“,  – აცხადებს ალადაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, “რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა” თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. ვენახი 5 ჰექტარზეა გაშენებული. რაც შეეხება ღვინის მარანს,  2021 წელს გაიხსნა, რომლის ინვესტიციამ 200 000 ლარზე მეტი შეადგინა.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები