გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ახალი ტურისტული ობიექტი “შალე კვირიკე”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
shale kvirike
shale kvirike

ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში მდებარე სასტუმრო „შატო კვირიკე“ ფართოვდება. ახალი ტურისტული ობიექტი „შალე კვირიკე“, რომელიც „შატო კვირიკედან“ 25 წუთის სავალზეა პირველ სტუმრებს ივნისში მიიღებს.

როგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე ტურისტულ ობიექტამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ეს იქნება ოთხივე სეზონზე გათვლილი საკურორტო ტერიტორია.

„ახალ ტურისტულ ობიექტ “შალე კვირიკეში“ მომხმარებლებს დახვდებათ 180 გრადუსიანი პანორამული ხედი, რომელიც მთლიანად შავი ზღვისპირეთს და პალიასტომის ტბას გადაჰყურებს. ასევე ტერიტორია მოიცავს სარესტორნე სივრცეს და 20 დასასვენებელ კოტეჯს. კომპლექსი თითქმის დასრულებულია. მსგავსი ტიპის დასასვენებელი ობიექტი ქობულეთის რაინში არ არსებობს“, – აცხადებს ლელა წულუკიძე.

ცნობისთვის, „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელით.

გარდა ამისა, „შატო კვირიკეში“ დამსვენებლებს ე.წ ეთნოგრაფიული მუზეუმი, 300 წლის ისტორიის მქონე შენობა და ღვინის მარანი დახვდებათ.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…