სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

shida frenebi

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა  -18:15 საათზე.

3 მაისი: ნატახტარი – მესტია,  გაფრენა – 16:30  საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.

6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური,  გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.

8 მაისი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე;

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები