გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამეგრელო - ზემო სვანეთიtravelnews.ge

ტურისტს თუ სერვისი არ დახვდა, მარტო ბუნება საკმარისი არაა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Mestia Svaneti
Mestia Svaneti

მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო ‘‘ძველი სახლის”  თანადამფუძნებელი სანდრო გოშთელიანი “ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, რომ მომხმარებლის ქცევა შეიცვალა და მხოლოდ ველური ბუნების სანახავად ტურისტები კურორტს იშვიათად სტუმრობენ. მისი ინფორმაციით, სანახაობასთან ერთად, ტურისტები ითხოვენ მაღალი ხარისხის სერვისს, რასაც ადრე ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.

როგორც  გოშთელიანი აღნიშნავს, წინა წლებისგან განსხვავებით,  სეზონის დაწყებამდე ადგილები იშვიათად იჯავშნება, რის გამოც პროგნოზის გაკეთება ჭირს. მისი თქმით, ამის მიზეზი სასტუმროების დიდი არჩევანია, რაც ტურისტს სერვისის მიწოდებას უმარტივებს.

“აქტიური სეზონის წინა პერიოდია და ჯერ არ მიგვიღია შეკვეთები, ამიტომ მიჭირს ვარაუდი, ვის და რომელი ქვეყნებიდან ვუმასპინძლებთ. გასულ წელსაც ანალოგიური ვითარება იყო, თუმცა ზაფხულის სეზონზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. რამდენიმე  ქვეყნიდან გვყავდა მომხმარებელი, როგორც ევროპიდან, ასევე აზიის სახელმწიფოებიდან და რუსეთიდანაც. ალბათ, წელსაც ასე იქნება. მთავარია, ტურისტს კარგი სერვისი დახვდეს. ადრე არ იყო სასტუმროების დიდი რაოდენობა და ვიზიტორები ყველანაირ პირობებში ცხოვრობდნენ. ახლა როცა ამდენი გაიხსნა, მიწოდება მაღალია და უკვე ხარისხს ითხოვს, ყველა კომფორტს ეძებს. მარტო ველური ბუნების მოყვარული ტურისტი ძალიან ცოტაა“, – აცხადებს სანდრო გოშთელიანი.

საოჯახო სასტუმრო ”ძველი სახლი” 2012 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ობიექტი 5 ნომრით იყო წარმოდგენილი, თუმცა 2017 წელს სააგენტო  ”აწარმოე საქართველოში”  თანადაფინანსებით ისარგებლა და გაფართოვდა.

როგორც სანდრო გოშთელიანი აღნიშნავს, სააგენტოს მეშვეობით იაფი სესხი მიიღო და ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდა.  

ცნობისთვის, სასტუმრო ძველი სახლი” მესტიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ჯამში 22 ნომერს მოიცავს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…