გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამეგრელო - ზემო სვანეთიtravelnews.ge

“მესტიას ახალი სამგზავრო ტერმინალი ჰაერივით სჭირდება”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
sastumro dzveli saxli
sastumro dzveli saxli

მესტიაში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას და მოთხოვნის მოსალოდნელ ზრდას ტურისტული ბიზნესი ”ბიზნესპარტნიორთან” აფასებს. საოჯახო სასტუმრო  “ძველი სახლის” თანადამფუძნებელი სანდრო გოშთელიანი აცხადებს, რომ სექტორი  გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად არის.

მისი განმარტებით, თუკი ახალი ტერმინალი ყოველ ერთ  საათში 100 მგზავრს მიიღებს, თავის მხრივ, ტურისტული ობიექტი  აქტიურ სეზონსა და ასევე გამოფენა-ფესტივალების პერიოდში 100%-ით დაიტვირთება. ამ ეტაპზე 100 მგზავრს მესტიის აეროპორტი კვირის განმავლობაში იღებს. ავიარეისი  ნატახტარის აეროპორტიდან ხორციელდება.

იმისთვის, რომ ფრენების სიხშირე გაიზარდოს, ამისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურაც არის საჭირო, როგორც გოშთელიანი განმარტავს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია  გამართული გზები, ელექტროენერგიის სტაბილურობა, გასართობი სივრცეები, საბაგიროები და სამთო სათხილამურო ტრასების კეთილმოწყობა.

“ფრენების სიხშირე უნდა გაიზარდოს, რომ  მესტიაში ტურიზმმა იმუშაოს. აქ ყოველი სახლი ფაქტობრივად, მცირე საოჯახო სასტუმროა, ამიტომ ახალი ტერმინალი ჰაერივით საჭიროა. ამ ეტაპზე დაფრინავს პატარა, 16-ადგილიანი თვითმფრინავი, რაც არასაკმარისია. საათში 100 კაცის  გამტარიანობის შემთხვევაში, ცხადია,  მოუწევთ ახალი თვითმფრინავის დამატება,  დიდი ზომის (50-ადგილიანი) თვითმფრინავი  რამდენად იფრენს,  საეჭვოა, ვინაიდან  მთიანი რელიეფიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემაა. არ ვიცი,  როგორ მოხერხდება, ალბათ ესეც გათვლილია“, – აცხადებს ანდრო გოშთელიანი.

გარდა ამისა, საოჯახო სასტუმროს თანადამფუძნებელი  “ბიზნესპარტნიორთან“ ფესტივალების და სპორტული ღონისძიებების გააქტიურებაზეც საუბრობს.

მისი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მესტიამ რამდენიმე გამოფენას, ოლიმპიურ ღონისძიებას  და ფესტივალს უმასპინძლა, რა პერიოდშიც სასტუმრო სრულად იყო დატვირთული.

“მესტია ძირითადად მუშაობს ზაფხულში, ისიც 2  თვის განმავლობაში (ივლისი-აგვისტო). ამ დროს ზამთრის ტურიზმის უდიდესი პოტენციალია, რაც უნდა განვავითაროთ. პირველ რიგში, ახალი  სათხილამურო ტრასები უნდა მოეწყოს. ბევრი გაკეთდა, მაგრამ რჩება გამოწვევაც, რაშიც ბიზნესს დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება“, – აცხადებს სანდრო გოშთელიანი.

შეგახსენებთ, მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტს „გრინ სტუდიო“ განახორციელებს.

პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 11%-იანი ზრდაა,  აღნიშნულ პერიოდში  1 300 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც 1 მლნ ტურისტი იყო.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…