ახალი ღვინის ფესტივალი 2024 სტუმრებს ბოლო მოსავლის (2023 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.
11 მაისს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მთაწმინდის პარკში გაიმართება ახალი ღვინის ფესტივალი.
ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ღვინის 200 – მდე მარანი და კომპანია. ტრადიციულად გაიმართება ქვევრის გახსნის წარმოდგენა, ცენტრალურ მოედანზე კი მუსიკალური პროგრამა.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ღვინის მრავალფეროვანი სახეობები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს