ისტორიული პროექტი იწყება – დედაქალაქის მთავარი აეროპორტი ვაზიანში აშენდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საკუთარ Facebook-ზე წერს.
“ახალ საერთაშორისო აეროპორტს ყოველწლიურად, 19 მილიონამდე მგზავრის გადაყვანის საშუალება ექნება. აეროპორტი ასევე იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. 0.2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას,”- წერს მარიამ ქვრივიშვილი.
შეგახსენებთ,დრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი ექნება.