არქივის ვებგვერდზე გამოფენა სოხუმის ონლაინვერსია შეიქმნა

sokhumi

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოფენა „სოხუმი“ უკვე ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი.

ექსპოზიცია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის XIX-XX საუკუნეებში გადაღებულ ფოტოებს და სოხუმის ისტორიასთან დაკავშირებულ სხვა საარქივო დოკუმენტებს მოიცავს.

ექსპონატებში ასახულია ქალაქის არქიტექტურული განვითარების ისტორია, წარმოდგენილია გამორჩეული ამბები სოხუმის საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრებიდან.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები