სარესტორნო ბრენდი “ნამდვილი” საივენთო ბიზნესში შედის

dakarguli qoxi

რესტორანი “ნამდვილი“ საივენთო ბაზარზე შედის. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” კომპანიის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, ამ მიზნით 2023 წლის ნოემბრიდან  “ნამდვილმა“   ტურისტული ობიექტი  “დაკარგული ქოხის“ მართვა გადაიბარა.  ივენთების სეგმენტში ბრენდი სწორედ ამ სახელწოდებით ფუნქციონირებს. 

როგორც ცნობილია, “დაკარგული ქოხი“  ოქროყანაში მდებარეობს. ახალი მენეჯმენტის შესვლა კომპანიამ ბიზნესის გაფართოების მიზნით გადაწყვიტა. კოლაბორაცია   “დაკარგული ქოხის” ტერიტორიაზე  უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას გულისხმობს და ის   საივენთო მიმართულების განვითარებაზეა ორიენტირებული.

კერძოდ, “დაკარგული ქოხის”  ტერიტორიაზე ქორწილები, დაბადების დღეები, ნათლობები და სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენები მოეწყობა.  ასევე ჩატარდება  ფესტივალები, კონფერენციები და საქმიანი შეხვედრები. რესტორნისგან განსხვავებით, მისი უპირატესობა ბუნება და ღია სივრცეა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა  1 მლნ დოლარზე მეტია.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, სამუშაოების 25% წელს განხორციელდება,  დანარჩენი მომავალი სეზონისთვის დასრულდება.

პროექტი პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურის –  მცირე ზომის  სასტუმროს და რესტორნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე ორივე ობიექტი მოქმედია.  როგორც კი  ამინდი გაუმჯობესდება, აუზიც გაიხსნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ზაფხულის სეზონის ბოლოს დაიწყება.

შოთა ბურჯანაძის ვარაუდით,  უშუალოდ სასტუმროს  ვიზიტორების დაახლოებით 50% საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქეები იქნებიან. ივენთების სეგმენტში  მათი წილი შესაძლოა 10-15%-მდე იყოს, რესტორნების შემთხვევაში – 30-35%-ის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ “დაკარგული ქოხი“ ბაზარზე დაახლოებით 7 წლის წინ გამოჩნდა. ტურისტული ობიექტი თბილისთან ახლოს, ოქროყანის ტყეში მდებარეობს და 2 500 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს.  

რაც შეეხება “ნამდვილის”,  რესტორანი თბილისში 2023 წლის ივლისში გახსნა, რაშიც 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები