გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამეგრელო - ზემო სვანეთიtravelnews.ge

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
karkashadze
karkashadze

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,112″-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის  მიზანია ცენტრსა და აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

დოკუმენტის თანახმად,  112 აეროპორტების გაერთიანების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.

,, მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება სერვის პლიუსის და სტრესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ასევე სხვა იმ სერვისებთან დაკავშირებული ტრენინგების, რომელიც მგზავრთან ურთიერთობისას არის საჭირო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-თან ჩვენი თანამშრომლობა არის პრეცედენტული. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრის ხელმძღვანელობას ამ თანამშრომლობისა და შესაძლებლობისთვის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ მსგავსი ფორმატით ვთანამშრომლობთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. 

 სასწავლო ტრენინგები სერვის პლიუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებისთვის ჩატარება იგეგმება.  საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…