“ბორჯომი ლიკანში” Detox პროგრამა დაბრუნდა

detox programa

 “ბორჯომი ლიკანი”  სტუმრებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს.  “ბორჯომი ლიკანის სპა და სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი – დეტოქს პროგრამა დაბრუნდა.

ამ შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ 5 და 8 დღიან პროგრამებს, რომელიც მოიცავს, უნიკალურ გამაჯანსაღებელ და გასახდომ პროცედურებს,  სამჯერად კვებას სპეციალურად შექმნილი დეტოქს მენიუთი და ბორჯომი ლიკანის სასტუმროში განთავსებას, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი გამორჩეული სპა ცენტრით სარგებლობას, მომხმარებელს შეუძლია ულიმიტოდ ისარგებლოს აუზით, სატრენაჟორო დარბაზით, ჯაკუზით, საუნებით, სპორტული მოედნებით.

პროგრამის შედგენაზე  ჩვენი პროფესიონალი ექიმების გუნდი მუშაობდა და მომხმარებლის მხრიდან უამრავი დადებითი უკუკავშირი გვაქვს. პროგრამა კარგია მათთვის, ვისაც უჭირს წონაში კლება, შენელებული აქვს მეტაბოლიზმი, ვერ ამბობთ უარს შაქარსა და ცომეულზე, გრძნობს მუდმივ გადაღლილობას და უენერგიობას.

რა თქმა უნდა, 5და 8 დღეში არ არის გამართლებული წონის დიდი რაოდენობით კლება და მომხმარებელს ამას არც ვპირდებით, თუმცა ამ პროგრამის დახმარებით მომხმარებლის ცხოვრების წესი იცვლება, ხდება ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია. ჩვენი გამაჯანსაღებელი პროცედურების დახმარებით, ორგანიზმი იწმინდება ტოქსინებისგან, უმჯობესდება მეტაბოლიზმი და სისხლის მიმოქცევა. ანტიცელულიტური მასაჟების დახმარებით კი ცელულიტი მნიშვნელოვნად მცირდება და მისი წარმოქმნის პრევენცია ხდება, შესაბამისად კანი მეტად ელასტიური და მკვირია.

5 ან 8 დღის განმავლობაში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით, დეტოქს კვებით და უნიკალური პროცედურების დახმარებით იწყება ზედმეტი ცხიმების დაწვა და ორგანიზშმი სწორი პროცესების წარმართვა.

პროგრამით ძირითადად გაზაფხულის პერიოდში ინტერესდებიან მომხმარებლები, რადგან ყველას გვსურს ზაფხულს უფრო გაჯანსაღებულად და ახალი ცხოვრების სტილით შევხვდეთ.

დეტალური ინფორმაციის ნახვა მომხმარებლებს ჩვენს ვებ-გვერდზეც შეუძლიათ. თუმცა ყველა სტუმართან დეტოქს მენიუსა და პროცედურების შესახებ კონლუსტაცია მაინც ინდივიდუალურად ხდება, რომ მაქსიმალურად სწორად იყოს მორგებული პროგრამა თითოეულ სტუმარზე.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები