2024 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ ₾2.3 მლრდ დახარჯეს

qartveli mogzaurebi

2024 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს.

მათვე ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 7.7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 

ვიზიტების უმრავლესობა, 48.2 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.7 პროცენტი შეადგინა.

2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 33.4 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 871.1 და 425.3 ათასი ვიზიტი. 

2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.0 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (6.5 ღამე) 6.9 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 

2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა და 1 007.9 ლარი შეადგინა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები