Euromonitor International-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარიზი 2024 წელს მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქი გახდა. საერთო ჯამში, რეიტინგმა მსოფლიოს 100 ქალაქი მოიცვა.
პარიზის გარდა სამეულში მოხვდნენ მადრიდი და ტოკიო. რეიტინგის პირველ ათეულს ძირითადად ევროპული ქალაქები იკავებს: მეოთხე ადგილზეა რომი, მეხუთეზე მილანი, მეშვიდეზე ამსტერდამი, მეათეზე კი ბარსელონა. მეექვსე, მერვე და მეცხრე არიან ნიუ-იორკი, სიდნეი და სინგაპური.
წლევანდელ კვლევაში ლონდონის პოზიცია სამი ადგილით გაუარესდა და საერთო ჯამში ქალაქიო მე-13 ადგილს იკავებს. ბრიტანეთის დედაქალაქმა პირველი ადგილი დაიკავა პარიზის შემდეგ, როგორც ქალაქი მოგზაურთათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურით, მაგრამ კომკურენტებს ჩამორჩება ტურისტული პოლიტიკით, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამავდროულად, საუკეთესო ტურისტული პოლიტიკის მქონე ქალაქად აღიარეს ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი. 2024 წლის განმავლობაში ქალაქს 32,4 მილიონი ტურისტი ეწვია. რეიტინგის შედგენისას Euromonitor International-მა გაითვალისწინა ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა ტურიზმი, მდგრადი განვითარება და ეკონომიკური ეფექტურობა.
avianews.ge