აკროპოლისი – ბერძნული ცივილიზაციის სიმბოლო 

akropolisi

ვაგრძელებთ მოგზაურობას ათენში გიორგი დვალაშვილთან ერთად.  გეოგრაფიის დოქტორი და გამოცდილი მოგზაური, გიორგი დვალაშვილი ამჯერად აკროპოლისის საიდუმლოებებს გაგვიზიარებს…

აკროპოლისი – ღმერთების ქალაქის გულისცემა, მითებისა და ისტორიის ცოცხალი მატიანე. ის 150 მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს თანამედროვე ათენს და უძველესი დროიდან ათენის რელიგიურ და პოლიტიკური ცენტრს წარმოადგენდა. აკროპოლისი მოიცავს ისეთ შედევრებს, როგორიცაა პართენონი, ერეხთეონის ტაძარი, პროპილეები და დიონისეს თეატრი – ბერძნული დრამის განვითარების ცენტრი.

აკროპოლისის ისტორია ძვ. წ. V საუკუნიდან იწყება და ათენის ქალღმერთ ათენას სახელს უკავშრდება. მითოლოგიის თანახმად, ათენა და პოსეიდონი სწორედ ამ ადგილას შეებრძოლენ ერთმანეთს ათენის დასაპატრონებლად. ათენამ გაიმარჯვა და ქალაქს მისი სახელი ეწოდა. იმ ადგილას, სადაც ათენას შუბის შეხებით მიწიდან ზეთისხილის ხე ამოვიდა, ერეხთეონი ააშენეს.

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, მოგზაური: 

 -ათენის აკროპოლისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლია მსოფლიოში. როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩათ ამ ადგილის მონახულების შემდეგ? მით, უფრო, რომ უკვე რამოდენიმეჯერ იყავით ათენში და მოინახულეთ აკროპოლისი…

– აკროპოლისის კომპლექსი წარმოადგენს ძველი ბერძნული არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს, არქიტექტურის მდიდარი დეტალებით და კულტურული სიმბოლოებით.

აკროპოლისის კომპლექსში შედის : 

პართენონი – ათენას ტაძარი, დორიული სტილის მთავარი ნაგებობა, რომელიც ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ნაგებობაა აკროპოლისზე.

ერეხთეონი – ტაძარი, რომელიც ეძღვნება ათენას, პოსეიდონსა და ერეხთეუსს. ცნობილია თავისი უნიკალური კარიატიდებით. 

პროპილეა – მონუმენტური შესასვლელი, რომელიც აკროპოლისზე მისასვლელი მთავარი კარები იყო. 

ათენას ნიკეს ტაძარი – პატარა ტაძარი, რომელიც აიგო ათენას, გამარჯვების ღმერთის პატივსაცემად. ტაძარი განთქმულია თავისი არქიტექტურული სისრულითა და ჰარმონიით.

აკროპოლისი მრავალჯერ განადგურდა მიწისძვრებისა და ომების შედეგად. 1800-იან წლებში იგი მიწით იყო დაფარული და მხოლოდ 1825 წელს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის წინ, დაიწყო მისი აღდგენა.

– როდის არის საუკეთესო დრო აკროპოლისის მოსანახულებლად?

– აკროპოლისის მუზეუმი წლის ნებისმიერ პერიოდში იხსნება დილის 8 საათზე. მე გირჩევთ, ზუსტად ამ დროს მოხვიდეთ, რადგან ამ პერიოდში არც ხალხმრავლობაა და არც მზის სიცხე შეგაწუხებთ. აკროპოლისი მდებარეობს მაღლობზე, ღია ადგილას, სადაც მზის პირდაპირმა სხივებმა შეიძლება ზედმეტი დისკომფორტი გამოიწვიოს, განსაკუთრებით ზაფხულში. ზამთარშიც კი, როცა ტემპერატურა დაბალია, დილის საათები ყველაზე კომფორტულია.

-მუზეუმისა და თავად აკროპოლისის მონახულება ერთმანეთისგან რით განსხვავდება?

-აკროპოლისის მუზეუმი დახულ სივრცეში განთავსებული არტეფაქტებითაა მდიდარი, ხოლო თავად აკროპოლი ღია ცის ქვეშაა და ათენის სიდიადეს აჩენს. თუ ორივეს ნახავ, უკეთ აღიქვამ მთლიანი კონტექსტს და უკეთ გესმის ათენის დიდბული ისტორია.

-საინტერესოა, რომ აკროპოლისის კომპლექსში დიონისეს თეატრიც შედის. რა მნიშვნელობა აქვს ამ თეატრს?

– აკროპოლისში ყველაფერი საოცარია, მაგრამ დიონისის თეატრი მართლაც ძალიან გრანდიუზული და შთამბეჭდავია, მასთან მოხვედრა სხვა შესასვლელითაა შესაძლებელია და შესაძლოა ვიზიტორმა დეტალურად ვერც კი მოინახულოს, არადა, უნიკალური ისტორიული ძეგლია, თუმცა ნაგებობის შიდნით შესვლა ხალხმრავლობის გამო აკრზალულია.

დიონისეს თეატრიის ისტორიასთან დაკავშირებულია ისეთი დიდი დრამატურგების სახელები, როგორებიც არიან სოფოკლე, ევრიპიდე და აისქილე. ეს სამი დრამატურგი ანტიკური ტრაგედიის ფუძემდებლები იყვნენ. სწორედ ამ სცენაზე გაცოცხლდა მედეას ისტორია და პრომეთეს მითი, რომელიც კავკასიონთანაა დაკავშირებული, ეს ეპიზოდები კიდევ უფრო მეტად ემოციურად გვაკავშრებს ქართველებს დიონისეს თეატრთან. 

-რა როლს ასრულებდა ძველი თეატრი ბერძნული საზოგადოებისთვის?

– ძველი ბერძნული თეატრი იყო არა მხოლოდ გასართობი ადგილი, არამედ კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი. ეს იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა პოლისების, ერებისა და ხალხების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. მათ თანაბარი უფლებები ჰქონდათ, რაც იმ დროისთვის დემოკრატიის მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენდა. თეატრალურ ლოჯებში, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, ყველა ერთნაირ პირობებში იმყოფებოდა. აქ არ იყო განსაზღვრული კონკრეტული პიროვნებების ადგილები, არამედ სკამებზე თემებისა და გაერთიანებების სახელები იყო ამოკვეთილი.

ავტორი: შორენა მერკვილაძე

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები